მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფის საბაჟოზე 76 000 ლარის ღირებულების ოქრო და ვერცხლი ამოიღეს - დაკავებულია ორი პირი

605d7ee404ae7
ინგა მურუსიძე
26.03.21 10:26
736
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები შემოიტანეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 701.67 გრამი ოქროსა და 26.54 გრამი ვერცხლის ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 76 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.