13.დეკემბერი .2019 12:30

სარფში 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

views 369
უკან

"სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში, თურქეთის მხრიდან, 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა.

კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა.

აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.