მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში 78.53 კგ არადეკლარირებული მედიკამენტი გამოავლინეს

607fca1a7247c
ინგა მურუსიძე
21.04.21 10:49
465
"სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ.-ს, რომელსაც ტრანზიტული ტვირთი გადაჰქონდა, რისკის პროფილის საფუძველზე წითელი დერეფანი განესაზღვრა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.