27.ივლისი .2020 15:51

სარფში არადეკლარირებული 5.8 კგ მედიკამენტი აღმოაჩინეს

views 340
უკან

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კ.ლ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მედიკამენტები (5,8 კგ.) აღმოაჩინეს.

როგორც bm.ge-ის შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,700 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კანონდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4700 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა