მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში არადეკლარირებული ოქროს 23 768 ლარის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

62fa387a506c2
BM.GE
15.08.22 20:25
688
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ლ.ვ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 259,25 გრამი) გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23 768,03 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.