მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

5dbc0738b7baf
BM.GE
01.11.19 14:19
652
30 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში"სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის მ.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 8323.59 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (100.26 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

აღნიშნული საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.