03.თებერვალი .2021 16:37

სარფში მებაჟეებმა 18 კილოგრამი არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

სარფში მებაჟეებმა 18 კილოგრამი არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს
views 520
უკან

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ა.მ.-ს და ა.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (საერთო წონით 18 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 14 620 ლარი შეეფარდათ.