მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციაზე ₾1.6 მლნ დაიხარჯა

62f7acf97c771
BM.GE
13.08.22 17:52
1135
ხელვაჩაურში, ზედა სარფი-კალენდერეს მიმართულებით 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყო საყრდენი კედლები,სანიაღვრე არხები, მილები, ზღუდარები და არმირებული ცემენტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარია.

ახალი გზა სოფლებს, ტურისტულ ობიექტებს, საოჯახო და მაღალი კლასის სასტუმროებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.