მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლო რეფორმის პროცესში საგნობრივ პროგრესს მივაღწიეთ - თურნავა

5fdb186e62f0d
ინგა მურუსიძე
17.12.20 14:00
747
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) უახლეს ანგარიშში წერია, რომ მნიშვნელოვანია მეტი ძალისხმევა სისტემური სასამართლო რეფორმისთვის. BM.GE-მ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ საკმარისი პოლიტიკური ნება არ არის ქვეყანაში, ან მთავრობისთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს რეფორმა, რადგან ბიზნესიც, როგორც ქართული, ისე უცხოური, ყოველთვის მიუთითებს ამ პრობლემაზე. 

„სასამართლო რეფორმა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ამ პროცესში ჩვენ მივაღწიეთ საკმაოდ საგნობრივ პროგრესს. სხვათა შორის, ეს არის აღნიშნული ყველა ანგარიშში, რაც ბოლო დროს ქვეყნდება, მათ შორის OECD-ის ანგარიში, სადაც საქართველო ტოპ ათეულშია მსოფლიოს 80-ზე მეტ სახელმწიფოს შორის და აღნიშნულია სასამართლოს კუთხით მიღწეული პროგრესი.

სავალუტო ფონდის ანგარიშშიც არის მინიშნება პროგრესზე. გარდა ამისა, მთავარია ჩვენი მონაპოვარი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ქვეყანას - ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ეს ყველაფერი თანდათან ასახვას ჰპოვებს ყველა ინსტიტუციის შემდგომ პროგრესში“, - განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, არის თუ არა მეტი ტემპი საჭირო? - თურნავა პასუხობს, რომ რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს რეფორმების დაჩქარებისთვის.

„სხვათა შორის, სწორედ რეფორმების ტემპის და წარმატების გამო მოვიპოვებთხოლმე ტოპ ქვეყნების ჩამონათვალში ადგილს“, - თქვა თურნავამ.