„საქართველოში სასამართლო სისტემა აბსოლუტურად ბუნდოვანია და ეს ყველა ინვესტორს აფრთხობს“ – ასე პასუხობს ყაზახეთის საპატიო კონსული და საინვესტიციო კომპანია Capitol Group-ის ხელმძღვანელი გიორგი ჯახუტაშვილი Forbes Talks-ის კითხვას - რა სირთულეებს აწყდებიან ყაზახი ინვესტორები საქართველოში პროექტების განხორციელებისას.
თემაზე საუბრისას გიორგი ჯახუტაშვილმა მაგალითად ყაზახური ინვესტიციით თბილისში, ავლაბარში მშენებარე სასტუმროს პროექტი მოიყვანა.
„სასამართლო სისტემა აბსოლუტურად ბუნდოვანია და ეს ყველა ინვესტორს აფრთხობს, როგორც კერძოს საშუალოს და მცირეს, ასევე მსხვილს და ინსტიტუციურს. აბსოლუტურად გაუგებარი და უპროგნოზოა სასამართლო სისტემის ვადები. ჩვენ მწარე გამოცდილება გვქონდა. 2017 წელს სასტუმროს ასამოქმედებლად შევიძინეთ მიწა ავლაბარში. პროექტის განხორციელებაზე ინვესტორს 2 მლნ ლარი ჰქონდა დახარჯული, როდესაც სრულიად უსაფუძვლო მიზეზით მეზობელმა მერიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და დავის უზრუნველსაყოფად ჩვენი მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. მშენებლობა დიდი პერიოდით გააჩერეს. ინვესტორი კი სვამდა კითხვას - რა ვადებში დასრულდებოდა დავა. მან პროექტში 10 მლნ დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა, თუმცა მეტი კაპიტალის მობილიზებისგან თავი შეიკავა და მისი თქმით, საქართველოში ინვესტირების რეკომენდაციას ვერც სხვას გაუწევდა. დავა 2 წლის შემდეგ დასრულდა, ეს ინვესტიცია განხორციელებულია და სექტემბრისთვის სასტუმროს ამოქმედებას გეგმავს.
ასევე ხელისშემშლელია საჯარო სექტორში არსებული ბიუროკრატია. საჯარო სტრუქტურები საქმით არიან გადატვირთულები. ბევრი საჯარო მოხელე გულწრფელად მოგისმენს, გაითავისებს პრობლემას, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო საკითხის წინსვლა არ ხდება“, - აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი