მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

5e5b6803391d4
BM.GE
01.03.20 12:00
1077
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ვ.ბ.-ს აღკვეთის სახედ გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ზ.დ-ს კი - პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტს.

დაკავებულ ზ.დ-სა და ვ.ბ-ს წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ეს აღნიშნულ დანაშაულზე დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. საგამოძიებო სტრუქტურებმა 2019 წლის ნოემბერში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის ტერიტორიაზე, მოტყუებით, ყალბი რეგისტრაციით, სახელმწიფო მიწის ნაკვეთების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში შვიდი პირი მისცეს.
გამოძიებას ორი სტრუქტურა - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.



NS