მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ “ელმავალმშენებლის” მესაკუთრე შეცვალა, თუმცა ქარხანა აუქციონზე 95%-იანი ფასდაკლებით გამოვიდა

6411bd6b0f528
BM.GE
15.03.23 16:38
1220
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე “ელმავალმშენებლის” ქარხანას ახალი მესაკუთრე ჰყავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქარხნის 87%-იანი წილის მფლობელი შპს “თბილისი ტრანსფერი” გახდა.

“ელმავალმშენებლის” მესაკუთრეს რუსული კომპანია “ლოკოტრანსი” წარმოადენს, რომელიც მალტის ოფშორში არის რეგისტრირებული. კომპანიის 12.8%-ს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს. “ლოკოტრანსსა” და “თბილისი ტრანსფერს” შორის აქციების გაყიდვის ხელშეკრულება 2022 წლის 16 მარტს დაიდო, თუმცა აქამდე ეს ნასყიდობა ყადაღის გამო არ იყო აღსრულებული. მაგრამ, სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით, გარიგება შედგება.

“2022 წლის 16 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ,,Loko Trans Company LTD‘’ „ლოკო ტრანს კომპანიმ“ გაასხვისა და შპს „თბილის ტრანსფერმა“ შეისყიდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული, სს „ელმავალმშენებლში“ რეგისტრირებული 87% წილი აქცია. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 2 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად კი, შეთანხმებული ნასყიდობის თანხა გამყიდველს უნდა მიეღო 5 დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება დარეგისტრირდებოდა საქართველოში ფასიანი ქაღალდების რეესტრში,”- ნათქვამია განაჩენის აღწერილობით ნაწილში.

სასამართლოს განაჩენის ტექსტი:

“დარეგისტრირdეს, შპს „თბილისი ტრანსფერსა“ და Loko Trans Company LTD „ლოკო ტრანს კომპანის“ შორის, 2022 წლის 16 მარტს დადებული აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება #1, ფასიანი ქაღალდების რეესტრში.”

პარალელურად გრძელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული მესამე აუქციონი. eAuction.ge-ის თანახმად, ქარხნის აქტივები 97 მილიონ ლარად იარის შეფასებული, თუმცა აუქციონების ჩავარდნის გამო, მისი საწყისი ფასი 4.9 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამჟამად აუქციონში უკვე სამი ბიჯი ფიქსირდება, ხოლო ქარხნის მიმდინარე ფასი 19,524,410 ლარს შეადგენს.

აღსრულების ბიურო კომპანიის აქტივებს გადაუხდელი ვალდებულებების გამო ყიდის. საქალაქო სასამართლოს 9 იანვრის განჩინებიდან ირკვევა, რომ ელმავალმშენებელ ქარხანას “საქართველოს ბანკის” მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს, ასევე კომპანიას გააჩნია 20 მილიონის ვალი სხვა კრედიტორთა მიმართაც.

რაც შეეხება კომპანია "თბილისი ტრანსფერს", ის 2015 წელს არის დაფუძნებული, ხოლო მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ჭითანავაა.