ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ გაკოტრებულ კრიპტო ბანკ Celsius-ს კლიენტებისთვის 44 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივების დაბრუნება დაავალა.
მოსამართლე მარტინ გლენის განმარტებით, Celsius-ის პლატფორმაზე ორგვარი სერვისი იყო ხელმისაწვდომი: საპროცენტო სარგებლის მქონე დეპოზიტები და უპროცენტო დეპოზიტები, ე.წ. კასტოდიური სერვისი.
მოსამართლის განცხადებით, საპროცენტო სარგებლის მქონე დეპოზიტები შეიცავდა მაღალ რისკს და ამის შესახებ კლიენტები შესაბამის გაფრთხილებას წინასწარაც იღებდნენ, თუმცა კასტოდიური სერვისის შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავის თავზე სრულად კომპანია იღებდა, შესაბამისად, Celsius-ის გაკოტრებამ ზარალი ისეთ მომხმარებლებსაც მიაყენა, რომლებიც კომპანიის ურისკო სერვისს იყენებდნენ.
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ Celsius-ის საპროცენტო, ანუ მაღალრისკიან პლატფორმას 58,000 მომხმარებელი იყენებდა, მათი აქტივების მოცულობა კი 210 მილიონ დოლარს აჭარბებდა. გარდა ამისა, Celsius-ს 15,000 კლიენტიც ჰყავდა, რომლებიც კასტოდიურ სერვისს იყენებდნენ და პლატფორმაზე 44 მილიონი დოლარის აქტივებს ინახავდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამ აქტივებს მიმართება.
ოფიციალურად გაკოტრების გამოცხადებამდე Clesius-ი კრიპტო ბანკის ფუნქციას ასრულებდა, ის დეპოზიტების სანაცვლოდ საპროცენტო სარგებელს გასცემდა, მსურველებს კი კრიპტოვალუტებით დაზღვეულ სესხს სთავაზობდა.
Celsius-ის კოლაფსი კრიპტობირჟის დაღმასვლასთან და ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ის გაკოტრებასთანაა დაკავშირებული, რამაც Celsius-ი დეფოლტამდე და შემდეგ უკვე გაკოტრებამდე მიიყვანა.
მართალია, კომპანია ამჟამად აღარ ოპერირებს, თუმცა ამერიკის სასამართლოში სწორედ Celsius-ის რესტრუქტურიზაციის და საქმიანობის აღდგენის საკითხი განიხილება, რათა კომპანიამ ფუნქციონირება განაგრძოს და ვალდებულებების გასტუმრება შეძლოს.
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი