02.მარტი.2016 21:03
ბიზნესი

სასამართლომ მერიის ნებართვა ჭავჭავაძეზე სასტუმრო ბუდაპეშტის განთავსებაზე ბათილად სცნო

სასამართლომ მერიის ნებართვა ჭავჭავაძეზე სასტუმრო ბუდაპეშტის განთავსებაზე ბათილად სცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ზურაბ ბაქრაძის,თეიმურაზ კალანდაძისა და ასოციაცია - "მწვანე ალტერნატივას" სარჩელი, მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და საქმეში მესამე პირებად ჩართული შპს "გრაალისა" და შპს "ტიფლის კოსტავას" მიმართ.
 
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება, თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემისა და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის შესახებ და ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ის განკარგულებები, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო განმარტავს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილებით, მან ეს უფლებამოსილება უნდა განხორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზონალური შეთანხმების გაცემისას არ მოხდა გადაწყვეტილების დასაბუთება, არ გამოკვლეულა მშენებლობის შესაძლო ნეგატიური ფაქტორები იქ არსებულ რეკრეაციულ გარემოზე და არ შეფასებულა საჯარო ინტერესი", - განმარტავენ სასამართლოში.

19.აპრილი.2019 20:00
228

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
365

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1009

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
401

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1112

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
269

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად