მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

60992a3d33f6b
ინგა მურუსიძე
10.05.21 16:45
481
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თავისუფალია. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითვალისწინებდა.

როგორც მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ბიუროკრატიული პროცედურების გავლის შემდეგ, მელია რუსთავის საპყრობილეს დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას გირაო, 40 ათასი ლარი ევროპულმა ფონდმა გადაიხადა.

შეგახსენებთ: ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.