მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ Nike-ის სარჩელი „სატანის ფეხსაცმელთან“ დაკავშირებით დააკმაყოფილა

6076867b54772
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.21 23:00
853
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანისამოსის და ინვენტარის მწარმოებელი კომპანია Nike-ი აცხადებს, რომ კომპანიის სარჩელი „სატანის ფეხსაცმელთან“ დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და აღნიშნულ კოლექციას გაიწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Nike-ის თქმით, მათ რეპერ Lil Nas X-თან და კომპანია MSCHF-სთან არ უთანამშრომლიათ ეგრეთ წოდებული "სატანის ფეხსაცმლის" შექმასთან დაკავშირებით და არც მათი დიზაინის შექმნაში ყოფილან ჩართულნი.

როგორც Nike-მა აღნიშნა, “სატანის ფეხსაცმელი” მათი ბრენდის სახელით დამზადებულ პროდუქტად არ განიხილება და შესაბამისად,  29 მარტს Nike-მა ფეხსაცმლის შემქმნელ ჯგუფს სავაჭრო ნიშნის გამოყენების წესების დარღვევისთვის უჩივლა.

Nike-ის განცხადებით, მომხმარებელს ბოტასებში გადახდილ საფასურს MSCHF-ი აუნაზღაურებს.

როგორც ცნობილია, რეპერმა Lil Nas X-მა კომპანია MSCHF-თან თანამშრომლობით შექმნა სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც წითელ საღებავთან ერთად ადამიანის სისხლის წვეთსაც შეიცავს და "სატანის ფეხსაცმლის" სახელითაა ცნობილი. "სატანის ფეხსაცმელი" ლიმიტირებული ტირაჟით გამოიცა. მისი საწყისი ფასი 1 018 დოლარი იყო და ყოველი მათგანი ვებგვერდზე დადებიდან რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა.