მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა

6161701068f25
BM.GE
09.10.21 14:31
562
სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის გ.კ.-სა და ა.ჭ.-სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა. დღევანდელ სხდომას ბრალდებულებიც ესწრებოდნენ, მათი უფლებადამცველები წინასწარი პატიმრობის მოხსნას ითხოვდნენ.

21 წლის ნიკა კვარაცელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები შსს-მ 7 ოქტომბერს, თბილისში წყნეთში დააკავა. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება.

ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.