მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ UnitedHealth-ს კომპანია Change-ის შეძენის უფლება მისცა - $13-მილიარდიანი გარიგება შედგა

633c123827979
გიორგი თოლორდავა
05.10.22 00:05
607
აშშ-ის სასამართლომ UnitedHealth-ს კომპანია Change Healthcare-ის 100%-იანი წილის შეძენის უფლება მისცა, რის შედეგად $13-მილიარდიანი გარიგება წარმატებით შედგა.

საქმე ისაა, რომ აგვისტოში იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის უმსხვილესი ჰოლდინგის მიერ კიდევ ერთი წარმატებული კომპანიის შეძენა ხელს შეუწყობდა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას.

UnitedHealth მსოფლიოში რიგით მერვე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 483 მილიარდ დოლარს აღწევს და ის, უმეტესწილად, სამედიცინო და სადაზღვევო სექტორებშია წარმოდგენილი. წლების განმავლობაში UnitedHealth-ის მასშტაბები არნახული ტემპით იზრდებოდა, რაც Change-ის მსგავსი, ინოვაციური კომპანიების შესყიდვითა და შერწყმით იყო განპირობებული.

იუსტიციის დეპარტამენტის მტკიცებით, Change-ს უზარმაზარი მოცულობის პერსონალურ მონაცემებთან აქვს წვდომა, UnitedHealth-ი კი აღნიშნული მონაცემებისა და ინფორმაციის აქტიურად გამოყენებას გეგმავს, როგორც სადაზღვევო, ასევე სამედიცინო სექტორებში. სარჩელის თანახმად, გარიგების წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ბაზარზე კონცენტრაციისა და UnitedHealth-ის გავლენის ზრდას.

სასამართლოს დასკვნით, გარიგება არ არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კომპანიებს შერწყმის უფლება შეეზღუდოთ.

პოზიტიურ სიახლეს, ბუნებრივია, ინვესტორებისა და ტრეიდერების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა, საფონდო ბირჟაზე UnitedHealth-ის აქციების ღირებულება 2.1%-ით გაიზარდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.