მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის მიმართ გამოყენებული გირაო ძალაში დატოვა

5db2fffe4edf5
BM.GE
25.10.19 16:57
842
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრის ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო ძალაში რჩება.

IPN-ის ინფორმაციით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, ადვოკატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებულ 700-700 ათასი ლარის გირაოს, ხოლო ავთანდილ წერეთელის მიმართ შეფარდებული 500-ათას ლარიანი გირაოს გაუქმებას ითხოვდნენ. ამასთან, სასამართლომ ძალაში დატოვა დამატებითი ღონისძიება, რომლითაც ბრალდებულებს ეკრძალებათ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვება.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე და მიიჩნევდა, რომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ბრალდებულთა სათანადო ქცევას და პრევენციას ახდენს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლის საფრთხეების.

საბოლოოდ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.