„ბიზნეს დავებთან მიმართებაში სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია საქმეების სწრაფად გადაწყვეტა“- ამის შესახებ bm.ge-სთან „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორი აცხადებს.
პრაქტიკოსი იურისტის თქმით, საქმეების დროში გაჭიანურება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიზნესი სასამართლოში მიმართვიანობის მიმართ უკვე სკეპტიკურად არის განწყობილი.
„განსხვავებით სხვა საქმეებისგან, ბიზნესს აქვს სხვა პრინციპი, რომ მან მთავარია მიიღოს პასუხი, რომ მოასწროს გადაწყობა და რეაგირება იმ შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რაც შეიძლება დადგეს. ადვოკატებს გვაქვს ბიზნეს დავები, რომელიც 1-2 წელი გრძელდება და შეიძლება რომელიმე ინსტანციაში წლების განმავლობაში იყოს გაჩერებული, რაც იწვევს იმას, რომ სასამართლოს მიმართვიანობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი უკვე ბიზნესი.
დღესაც მქონდა შეხვედრა ბიზნესთან, რომელსაც აუცილებლად სადაო სიტუაცია აქვს და მეკითხება დროის შესაძლო მონაკვეთს, როცა ეს დავა დასრულდება. მე მაქვს პასუხი, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ვადა არ იქნება დაცული, რადგან რომელიმე ინსტანციის სასამართლოში შეიძლება მეტი ვადით იყოს გაჩერებული, რასაც ობიექტური მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს და სუბიექტურიც.
ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც არის ბიზნეს დავებში უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ცუდი პრაქტიკა. შეიძლება მოსამართლემ გამოიყენოს რაიმე ტიპის ღონისძიება, შემდეგ თვითონვე გააუქმოს, რომ არ არის სწორი, მაგრამ ეს გაუქმება არ შედის დაუყოვნებლივ ძალაში და შეიძლება კიდევ 2 თვე უაზრო გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს, 2 თვე კიდევ კარგი ვადაა. ასეთი ნიუანსებისგან შედგება საკითხი, რომელიც ეხება ბიზნეს დავებს“,-აცხადებს ზვიად კორძაძე.
ზვიად კორძაძის თქმით, პრობლემაა მოსამართლეთა კომპეტენციაც.
„ბიზნეს დავები არა არის ერთი ტიპის საქმეები. აქ შეიძლება იყოს ძალიან სპეციფიური საქმეებიც. ვითარდება ბიზნესიც, ვითარდება ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციები, კრიპტოვალუტის ბაზარი, ბევრი ახალი საშუალებები შემოდის ბიზნესში, რომლის გამოყენებაც წარმოშობს რაღაც ტიპის დავებს, რომელიც სპეციფიურია. სადაც უფრო ხშირად ვატყობ რომ კვალიფიკაციის პრობლემაა საბანკო ურთიერთობებია. ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება, რომ სასამართლო მზად იყოს გაუმკლავდეს ბიზნეს დავების მოთხოვნებს. ეს კი ორია - კვალიფიკაცია და სისწრაფე. ეს არის, რაც სჭირდება ბიზნესს.
ინვესტორი, რომელიც შემოდის, პირველ რიგში ამას კითხულობს, რა მდგომარეობაა ბიზნეს დავებზე და მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში რამდენად სწრაფად მიიღებს ის პასუხს ამ ქვეყნის სასამართლოსგან. დღევანდელ ერთ-ერთ შეხვედრაზეც ეს კითხვა დამისვეს“,-აცხადებს ზვიად კორძაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე