მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლოს სამეწარმეო ორგანიზაციის დაშლა პარტნიორის სარჩელის საფუძველზე შეეძლება

5f3b8cdf9ce4a
ინგა მურუსიძე
19.08.20 09:00
1086
სასამართლოს სამეწარმეო ორგანიზაციის დაშლა პარტნიორის სარჩელის საფუძველზე შეეძლება, - აღნიშნულ ცვლილებებს ითვალისწინებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

„სიახლეს წარმოადგენს პარტნიორის სარჩელის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს მიერ. აღნიშნული რეგულაცია ემსახურება საზოგადოებაში შექმნილი ჩიხური სიტუაციის გადაწყვეტას, როდესაც, მაგალითად, პარტნიორი უხეშად არღვევს მის მოვალეობებს ან საზოგადოებაში ხმათა თანაბარი გადანაწილების გამო პარტნიორები ვეღარ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც, საბოლოო ჯამში, შეუძლებელს ხდის საზოგადოების მიზნის მიღწევას. 

მსგავს სიტუაციაში კანონპროექტი შესაძლებლობას აძლევს პარტნიორს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საზოგადოების დაშლა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია სხვა პარტნიორების ინტერესიც საზოგადოების არსებობის გაგრძელების თაობაზე, ამიტომ, კანონპროექტი შესაძლებლობას აძლევს სხვა პარტნიორებს, თავიდან აიცილონ საზოგადოების დაშლა განმცხადებელი პარტნიორისთვის წილის სამართლიან ფასად გამოსყიდვის შეთავაზებით“, - წერია კანონპროექტში.

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.