მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასესხო პორტფელის მინიმუმ 10%-იან ზრდას ველოდებით - საბანკო ასოციაცია

6279677926a4c
BM.GE
11.05.22 10:15
926
საბანკო ასოციაცია წელს საკრედიტო პორტფელის მინიმუმ 10%-იან ზრდას ელის. ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელმა "საქმის კურსში" განაცხადა. ალექსანდრე ძნელაძემ იმ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა, რამაც შესაძლოა, სასესხო პროდუქტებზე მოთხოვნა შეამციროს.

„დიდი იმედი გვაქვს, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან ზრდის მაღალი ტემპი არ არის, მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ წინა წლების დინამიკას შევინარჩუნებთ. მინიმუმ 10%-იან ზრდას ველოდებით.

სასესხო პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების ხელის შემშლელი ფაქტორია მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იმ შეზღუდვებთან ერთად, რაც ლარიზაციის პროცესს ახლავს. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული პრობლემები - ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არა მარტო საქართველოსა და რეგიონში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ასევე მნიშვნელოვანია, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,75%-მდე გაზრდა. მიდის საუბარი, რომ შეიძლება, დაახლოებით, 2%-მდე ზრდა ვიხილოთ. ეს ყველაფერი იმისკენ უბიძგებს, რომ შესაძლებელია, სასესხო პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდეს.

რაც შეეხება ბოლო გადაწყვეტილებებს, კერძოდ, აპრილსა და მაისში და ასევე, უფრო ადრე იანვარში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც იპოთეკური სესხების ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადის შემცირებას ეხებოდა, უცხოურ ვალუტაზეა მხოლოდ საუბარი. ეს კომპლექსურად მიმართულია სამომხმარებლო სესხების პორტფელის ზრდის ტემპის შესანელებლად და განსაკუთრებით ვალუტაში.

დეკემბრის გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო და 3%-იანი რისკის ბუფერის გამოცვლაც ასევე მნიშვნელოვნად უცხოურ ვალუტაში კრედიტებს ეხება. იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში სესხის აღებას ვეღარ შეძლებენ, უფრო მეტად სესხს ლარში აიღებენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ეს გარდამტეხია", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, პირველი მაისიდან სესხის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. რეგულაცია ცვლად განაკვეთზე მიბმულ იპოთეკურ სესხებს შეეხო.