მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშა ტერნესი: ლარის კურსი შეიძლება უფრო დაბალიც იყოს

569d0182794d1
BM.GE
18.01.16 19:13
1879
"ასეთ პირობებში ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ლარის კურსთან მიმართებაში", - აღნიშნულის შესახებ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრმა, საშა ტერნესმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლარის კურსი შეიძლება უფრო დაბალიც იყოს, თუმცა დღეს საბჭოს წევრებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მექანიზმების გამოყენების უფლება არ აქვთ.

"ასეთ პირობებში ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ლარის კურსთან მიმართებაში, თუმცა საფინანსო ზედამხედველობას ბევრი მექანიზმი გააჩნია ამისთვის. ამ მექანიზმებს შორის არის დედოლარიზაცია, რაც გეთანხმებით, გრძელვადიანი პერსპექტივაა, თუმცა ასევე შეგვიძლია წამახალისებელი ღონისძიებები გავატაროთ საბანკო სექტორთან მიმართებაში. ამჟამად ლარი მეტნაკლებად სტაბილურია და 2.39 – 2.40 ნიშნულზეა დოლართან, თუმცა კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ არის ეს მაჩვენებელი ასეთი მაღალი. ის შეიძლება უფრო დაბალიც იყოს. ამის შესაძლებლობა არსებობს და მისი გამოყენება დამოკიდებული იქნება ჩვენს ჩართულობაზე. ამ ეტაპზე ჩვენ სტრატეგიის განსაზღვრის საშუალება სამწუხაროდ არ მოგვეცა", - განაცხადა საშა ტერნესმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. ზედამხედველობას ამ ეტაპზე კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.