მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშა ტერნესი: საქართველოს ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთვის სასურველი ნიშა შევთავაზოთ

5d9b404231b2b
BM.GE
07.10.19 20:00
760
„საქართველო მიმზიდველია ინვესტირებისთვის სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. თქვენი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ თითოეულ გერმანელ ინვესტორს შეგვიძლია მისთის სასურველი ნიშა შევთავაზოთ," - განაცხადა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესმა სასტუმრო „ბილტმორში" გამართული ქართულ-გერმანული ბიზნეს შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომლის მუშაობაშიც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიიღეს მონაწილეობა. დისკუსიას ასევე დაესწრნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან.


„ჩვენ ვამაყობთ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ასეთი მჭიდრო ბიზნეს ურთიერთობებია. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ბიზნეს-ასოციაცია ასე სწრაფად იზრდება ბოლო წლების განმავლობაში. 12 წელია, რაც ვარსებობთ და უკვე 200 წევრი გვყავს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ბიზნეს შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომელიც უნდა დავძლიოთ ინვესტიციების ნაკადის, ვაჭრობის მოცულობისა და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომო ზრდისა და განითარებისთვის," - განაცხადა საშა ტერნესმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.