მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშეღავათო პირობები გაუძვირებს თუ არა მსესხებელს სესხს - ბუცხრიკიძის კომენტარი

5e70b91839040
ელენე გოგბერაშვილი
18.03.20 00:10
5290
"თიბისის" მომხმარებლები 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

იმის გამო, რომ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, საშეღავათო პერიოდის გამო გაუძვირდებათ თუ არა მათ სესხის მომსახურება, განმარტებები ამასთან დაკავშირებით "თიბისი" ბანკის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

ვახტანგ ბუცხრიკიძეს პირობითი მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ აბსოლუტურ მოცულობაში მომხმარებლებს სესხის მომსახურება უძვირდებათ.

„ჩვენ ყველა ადამიანს 3 თვით ვაძლევთ შესაძლებლობას გადახდა არ აწარმოონ, მაგრამ რა თქმა უნდა ადამიანებს შეუძლიათ გადახდა განახორციელონ, შეზღუდვას არ ვაკეთებთ. ჩვენ შეთავაზებას ვუკეთებთ ორი ტიპისას, ერთი მაგალითად თუ ადამიანს აქვს ყოველთვიური გადასახადი 100 ლარი, მათ შეუძლიათ ეს 100 ლარი ყოველთვიურად სამი თვის განმავლობაში არ გადაიხადონ. იმ შემთხვეაში თუ აქვს 60 თვიანი სესხი, შეუძლია აირჩიოს, რომ დაიმატოს 3 თვე. ასეთ შემთხვევაში არამატერიალურად მაგრამ ყოველთვიური სახდელი მეოთხე თვიდან დაემატება.

ალტერნატივა, მეორე არის ის, რომ მას 100 ლარი ჰქონდეს გადასახდელი ყოველთვიურად, მეოთხე თვიდან, მაგრამ 60 თვის შემდეგ შეიძლება 3 თვის ნაცვლად, მაგალითად 3 ან 4 თვე ჰქონდეს 100 ლარი გადასახდელი“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.

აქედან გამომდინარე, კითხვაზე ეზრდება თუ არა მსესხებელს გადასახდელი მთლიანობაში, ბუცხრიკიძე პასუხობს:

"აბსოლუტურ მოცულობაში არითმეტიკულად თუ შევაჯამებთ მეტი იქნება გადასახდელი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ 3 თვის განმავლობაში არ ვახდევინებთ.

100 ლარიდან 95 ლარი შეიძლება იყოს ძირი თანხა, 5 ლარი შეიძლება იყოს პროცენტი. უბრალოდ ამ სამი თვის განმავლობაში, ვისაც სურვილი გააჩნდა, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას არ გადაიხადოს ეს 95 ლარი ძირი და 5 ლარი პროცენტი. უბრალოდ მომავალში აუცილებლად გადასახდელი იქნება. თუ უნდა ზუსტად იგივე ვადაში ჩაჯდეს, მაშინ 100 ლარის მაგივრად მაგალითისთვის შეძლება 102 ლარი გაუხდეს ყოველთვიური სახდელი ან ალტერნატიულად თუ უნდა 100 ლარი ჰქონდეს სახდელი, მაშინ 63 თვის მაგივრად შეიძლება მოუწიოს 64 ან 65 თვე გადახდა“, - განმარტავს ბუცხრიკიძე.