მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღგ-დან და საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტის შემოსავალმა იკლო, აქციზის და მოგების გადასახადი კი გაზრდილია

5fc1496e572c5
BM.GE
28.11.20 12:00
1476
2020 წლის ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა წლიურად 310 მილიონი ლარით არის შემცირებული და 3.2  მილიარდ ლარს შეადგენს. სულ 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. 

დღგ-ის მსგავსად შემცირებულია ბიუჯეტში მობილიზებული თანხა საშემოსავლო გადასახადიდან, რაც მოსახლეობის მიერ აღებული ხელფასების კლებაზე მეტყველებს. ჯამურად, 2020 წლის 10 თვეში საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ  2.45 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 161 მილიონი ლარით ნაკლებია. 

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

მოგებისა და აქციზის გადასახადის მოცულობა გაზრდილია.

მოგების გადასახადის 10 თვის შესრულება წინა წელთან შედარებით 62 მილიონით არის გაზრდილი და 797 მილიონ ლარს შეადგენს, აქციზიდან შემოსავალი კი 1.2 მილიარდია, რაც წლიურად 92 მილიონითაა გაზრდილი.