მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშემოსავლო გადასახადის შეღავათით თვეში საშუალოდ 30,600 კომპანია და 400,000 დასაქმებული სარგებლობდა

5fad41ccf0ce3
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.20 17:42
1194
2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის ვადით, კერძო სექტორში 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა. ამ ცვლილებამ დამსაქმებლებს თანამშრომლებზე გასაცემ ხელფასზე თვეში მაქსიმუმ 150 ლარი დაუზოგა.

პროგრამა ოქტომბერში დასრულდა. bm.ge-იმ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ თვეში საშუალოდ რამდენი ბენეფიციარი ჰყავდა ამ შეღავათს და რამდენმა კომპანიამ მიიღო საგადასახადო შეღავათები. 

მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ პროგრამა თვეში საშუალოდ 30,600 ბიზნესსა და 400,000 დასაქმებულზე ვრცელდებოდა.

2020 მაისი - 24,350 კომპანია; 366,331 დასაქმებული;
2020 ივნისი - 30,220 კომპანია; 403,887 დასაქმებული;
2020 ივლისი - 32,628 კომპანია; 421,282 დასაქმებული;
2020 აგვისტო - 33,030 კომპანია; 419,717 დასაქმებული;
2020 სექტემბერი - 33,224 კომპანია; 426,362 დასაქმებული.

ჯამურად, პროგრამის ფარგლებში კერძო ბიზნესს შეღავათის სახით 222,129,758 ლარის საშემოსავლო გადასახადი დარჩა. 

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერის ახალ პაკეტზე მუშაობს. 

"დავიწყეთ მხარდაჭერის ახალ ტალღაზე მუშაობა, რომელიც გამიზნული იქნება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის მხარდაჭერაში. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმები მათ შორის მოქალაქეებზე, ვინც სამსახური დაკარგა, ან ყველაზე მოწყვლად ოჯახებზე, ყველაზე დარტყმის ქვეშ მყოფ ბიზნესებზე და ა.შ. ამ ყველაფრის მოდერნიზება ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პაკეტის შემუშავებისთანავე დაიწყება შეხვედრები დარგებთან სექტორალურად, რათა ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგუილები და ეკონომიკამ ზრდის პოტენციალი.