როგორ უნდა მოხერხდეს პრემიერის მიერ დაანონსებული 200 000 სამუშაო ადგილის შექმნაში სამშენებლო სექტორის ჩართვა? საკითხზე საუბრისას “პროექტებისა და განვითარების მართვის ცენტრის” დამფუძნებელი კობა ქათამაძე აცხადებს, რომ სამშენებლო სექტორს 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველიდან დაახლოებით 30%-ის დასაქმების რესურსი აქვს, თუმცა ამისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადება და ამ მხრივ ბიზნესთან სწორი მუშაობაა საჭირო.
“საქმიან დილასთან” საუბრისას ქათამაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ დამატებითი მოტივაციისთვის კარგი იქნება თუკი ეს პირები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და ბიზნესი მათ ამ 20%-ს ბონუსად გადაუხდის.
“მშენებლობაში 350 დარგია და კვალიფიციური კადრების სერიოზული პრობლემა ყველგანაა. ძირითადად მებეტონეები, ინჟინრები, ტექნიკურ სპეც.ტექნიკაზე მომუშავეები არ გვყავს. ისეთი პლატფორმაც, როგორიც არის ტექნიკური უნივერსიტეტი და იცით, რომ ის ამზადებს სამშენებლო მიმართულებით კადრებს, იქიდანაც კი ძალიან მცირე რესურსი მოდის და ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მიდგომებს, რაც დაიხვეწა სამშენებლო ინდუსტრიაში. ამიტომ სერიოზული რეფორმაა განსახორციელებელი.
მე ვფიქრობ რომ მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა მოხდეს ამ 200 000 ადამიანთან გასაუბრება, მათი უნარების შესწავლა და შესაბამისად დარგთა შორის გადანაწილება.
როგორც კერძო პირმა შემიძლია სოციალურად დაუცველების რაღაც რაოდენობა ავიყვანო და საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ვიხდით (20%-ს), სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოვიხსნათ არა ჩვენს სასარგებლოდ, არამედ ავანსად დავურიცხოთ ამ პირებს.
საშუალო დონის შრომითი რესურსები ყველა დონეზე გვჭირდება და ამას სჭირდება სწორი მიდგომები.
არ ვთანამშრომლობთ კოლეჯებთან, იმიტომ რომ რამდენჯერმე გვქონდა შემთხვევა და აცდენაში მოდიან ისინიც, სხვა მიდგომები აქვთ დღევანდელ ახალ ტექნოლოგიებს, ამიტომ ჩვენთან ერთად უნდა მოხდეს ამის შექმნა. მოტივაციას თუ მივცემთ ამ პრაქტიკოსს პედაგოგებს, სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება და კერძო სექტორიც გავერთიანდებით, მე ვფიქრობ გვაქვს რესურსი პრაქტიკულ დონეზე შევასწავლოთ.
საშუალო ხელფასი ჩვენთან 40 ლარია, ამით იწყება და 120-130 ლარზე ადის, 200-იც არის ზოგიერთ შემთხვევაში. მაღალია სამშენებლო სფეროში ხელფასიც და მოთხოვნაც, თუ იქნება მომზადებული კადრი.
350 დარგია სამშენებლო სფეროში, თითოში 200-300 რომ დასაქმდეს ვფიქრობ, რომ ამ 200 000 სოციალურად დაუცველისგან 30%-ს სამშენებლო სფეროში დავასაქმებთ. სამშენებლო ბაზარს ეს შეუძლია, იმიტომ რომ ეკონომიკაში ერთადერთი დარგია, რომლის ბრუნვა 40-42%-ია.” -განაცხადა ქათამაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა 200,000 სოცდაუცველის “ამუშავებას” გეგმავს. პრემიერი ახალი პროგრამა დააანონსა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო