გთხოვთ გვიშველოთ რაიმე, დაგვეხმაროთ საშვების მიღებაში და მოგვცეთ ფუნქციონირების საშუალება. ქართულ-გერმანული ლოგისტიკური ცენტრი „ბართ ლოგისტიკი“ და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „ვენგო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, თბილისის მერიას და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს.
შესაბამის განცხადებას "ფეისბუქზე" კომპანიების წარმომადგენელი ლევან ნებიერიძე ავრცელებს.
"როგორ უნდა ვიმუშაოთ, აღარ ვიცი.
მინდა წარმოიდგინოთ ჩვენი მდგომარეობა ამ სიტუაციაში, რა დღეში ვართ ქართულ-გერმანული ლოგისტიკური ცენტრი „ბართ ლოგისტიკი“ და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „ვენგო“:
10.000 კვადრატული მეტრი საბაჟო საწყობი, სრულიად სავსე საქონლით - მათ შორის კვებისა და სამედიცინო პროდუქტებით.
საბაჟო საწყობი მუდმივი საბაჟო მეთვალყურეობის ქვეშ არის - რაც სხვა ფორმალობასთან ერთად ნიშნავს, რომ სრულად ვართ ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ ვართ, ჩანაწერი 6 თვის განმავლობაში ინახება და მცირე შეცდომის შემთხვევაშიც ჩვენი პასუხისმგებლობა და რისკები ძალიან მაღალია. ამასთან მუდმივია საერთაშორისო ტვირთის გადინება-შემოდინება, რის გამოც ცხადია ოპერაციებს ვერ ვაჩერებთ.
მეტიც, არათუ გაჩერება, არამედ ვალდებულებები გვაქვს საბაჟოსთან საერთაშორისო ტვირთის სწრაფად დაცლა/დატვირთვასა და გაფორმებაზე.
მოკლედ, დამეთანხმებით, რომ ამის გაკეთება ყოვლად შეუძლებელია პერსონალის ადგილზე ყოფნის გარეშე, წარმოუდგენელ პრობლემას ვაწყდებით.
ადგილზე უნდა იყოს დაცვაც, პერსონალიც და მენეჯმენტის ნაწილიც, ვინც ლოგისტიკურ ოპერაციას ზედამხედველობას უწევს. საჭიროა ქალაქშიც გადაადგილება დღის სხვადასხვა პერიოდში - დაცვის და პერსონალის ცვლების შესაცვლელად.
რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაციით მოვაწყეთ სამუშაო ადგილი - დეზობარიერით დაწყებული ნიღბებითა და ხელთათმანებით დასრულებული.
საშინელ დღეში ვართ - ნაწილი თანამშრომლებისა ისედაც გამოგვაკლდა, რაკი ქალაქგარეთ ცხოვრობენ.
ვერ ავიღეთ საშვები - ფიზიკურად ვერავის დავუკავშირდით.
საშვებთან დაკავშირებით მივმართეთ საბაჟო დეპარტამენტს, გადაგვამისამართეს ფინანსთა სამინისტროში, ხოლო ფინანსთა სამინისტროდან გადაგვამისამართეს ეკონომიკის სამინისტროში. იქედან მერიაში.
ურთულესია ამ ნომრებზე რეკვა - საათები გვეხარჯება.
მთელი სამუშაო სულ რამოდენიმე ადამიანზეა გადანაწილებული, რომლებიც საწყობთან ახლოს ცხოვრობს. რა უნდა გააკეთოს თანამშრომელმა, რომელიც 5 კილომეტრს ფეხით გამოივლის სამსახურამდე,
ამას უსამართლობის გრძნობაც ემატება, როდესაც ქუჩაში ასობით მანქანას ვხედავ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებით, რომლებმაც გაურკვეველია სად და როგორ მოახერხეს საშვების აღება", – წერ ლევან ნებიერიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი