მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშობაო მოგზაურობა „ომიკრონის“ გავრცელებას ხელს შეუწყობს - ფაუჩი

61c0251bd1e9f
თათია კაკიაშვილი
20.12.21 11:03
485
„საშობაო მოგზაურობა კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას ხელს შეუწყობს, მათ შორის - მოსახლეობის ვაქცინირებულ ნაწილშიც“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ენტონი ფაუჩი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, ზომები მაქსიმალურად გაამკაცრონ, რადგან მუტაციური ვარიანტის მასშტაბური გავრცელება გარდაუვალია. მისივე თქმით, „ომიკრონის“ სწრაფმა გავრცელებამ, შესაძლოა, აშშ-ში ჯანდაცვის სერვისებზე სერიოზული გავლენა მოახდინოს.

ამ დროისთვის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, აშშ-ის მოსახლეობის თითქმის 73% კოვიდვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია; რაც შეეხება ე.წ. ბუსტერ-დოზას, ის მოსახლეობის თითქმის 30%-ს აქვს გაკეთებული.

ცნობისთვის, ევროპაში - საფრანგეთსა და გერმანიაში ახალი სამოგზაურო წესები ვრცელდება, ხოლო ნიდერლანდები საშობაოდ ჩაიკეტა - ქვეყანაში ახალი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა. მთავრობები ასევე აძლიერებენ Covid-ის გამაძლიერებელ ვაქცინაციის პროგრამებს მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დამატებითმა აცრამ მძიმე ავადმყოფობისგან, დაახლოებით, 85%-იანი დაცვა შესაძლოა, უზრუნველყოს.