მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშუალოვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა გაზრდილია

5eb94de7b2e18
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.20 17:11
982
TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის აპრილში  საშუალოვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა გაიზარდა.

"აპრილში 5-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 9.72%-მდე (+0.08 პპ თ/თ) გაიზარდა, 2-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 10.17%-ს (+1.33 პპ თ/თ) მიაღწია, ხოლო 1-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 9.39%-მდე (+0.48 პპ თ/თ) გაიზარდა.

ამავდროულად, 8.98%-მდე (-0.03პპ თ/თ) შემცირდა 6-თვიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი", - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ჯამურად, 2020 წლის იანვარ-მაისში (7 მაისის ჩათვლით) საქართველოს მთავრობამ ახალი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 380 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა. ჯამურად სულ 9 აუქციონი ჩატარდა. ხოლო სახაზინო ობლიგაციების აუქციონებით კი, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ მოზიდული თანხა 740 მილიონი ლარია.