მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასიამოვნოა ასეთი დადებითი და ობიექტური შეფასება“ - თურნავა სახ. დეპარტამენტის ანგარიშზე

5f59efd71c05b
ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.20 13:35
1093
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოზე გაკეთებულია უაღრესად პოზიტიური შეფასებები, რაც აბსოლუტურად ობიექტურია.

„ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული ის რეფორმები, რაც ხელისუფლებამ გაატარა როგორც ეკონომიკის ასევე მართმსაჯულების სფეროში, ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით გატარებული რეფორმები და საარჩევნო რეფორმა, ასევე ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასე ობიექტურად და დადებითად აფასებს იმ ძალისხმევას, რასაც ჩვენ არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი, რაც განსაკუთრებით გვაძლიერებს ახლა, როდესაც გლობალური პანდემიაა და გლობალური ეკონომიკა დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, ჩვენ კი ამ დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ინვესტიციები გავზარდოთ“, - განაცხადა თურნავამ.