მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასიცოცხლოდ გვჭირდება ტურისტიც, ინვესტიციაც... მე ავიცერი“ - თამრიკო სიხარულიძე

609d24456483b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 17:17
961
სასტუმრო „გალერი პალასის“ გენერალური დირექტორი და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი თამრიკო სიხარულიძე აიცრა. Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების პროცესში აცრის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

BM.GE თამრიკო სიხარულის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„თუ გვინდა, ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს დავუბუნდეთ, ამისთვის ვაქცინაცია არის საჭირო.

ტურიზმის სექტორი ამის გარეშე სრულფასოვნად ვერ გაიხსნება; არადა ჩვენ გვჭირდება, სასიცოცხლოდ გვჭირდება ტურისტიც, ინვესტიციაც, სამუშაო ადგილებიც და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც, ალბათ როგორც არასდროს... ასევე ვაქცინა და ვაქცინაცია. მე ავიცერი!

ვაქცინა გვიცავს და იცავს ჩვენს ძვირფას ადამიანებს!“, - წერს სასტუმრო „გალერი პალასის“ ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფოს ხელშეწყობით ტურიზმის სექტორში ჩართული პირების ვაქცინაციის პროცესის დაწყება ეკონომიკის მინისტრმა გასულ კვირას დაანონსა.