დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტს 170 დევნილს გადასცემს.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იტყობინება, ამ ეტაპზე, კომისიამ გამარჯვებულები, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 3 პროგრამის ფარგლებში გამოავლინა.
დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა - თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2500 ლარის ღირებულების ტექნიკა და ხელსაწყოები 135 დევნილს გადაეცემა. სახელობო იარაღები დევნილებმა საჭიროებების შესაბამისად, თავადვე შეარჩიეს. პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეეძლოთ.
ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა - საქმიანობის ხელშეწყობისა და გაფართოების მიზნით, 20 დევნილი მეწარმე 4000-დან 7500-მდე ლარის ფარგლებში დაფინანსდება. მეწარმეები მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულებას იღებენ. პროგრამა სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AHH) თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა - სათბურის მოწყობის მიზნით, 15 დევნილი დაფინანსდება. გრანტი მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიენიჭათ. პროგრამა სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის