სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ BM.GE-ის „საპარტნიორო ფონდის“ მმართელობაში ქვეშ მყოფი სასტუმროს დირექტორმა კობა აბულაძემ განუცხადა.
საქმე იმაშია, რომ 2020 წლის 6 იანვარს სასტუმროს თანამშრომლები გაიფიცნენ და მენეჯმენტისგან "ადამიანურ მოპყრობას" ითხოვდნენ, რის შემდეგაც სასტუმროს დირექტორმა დახურულ კარს მიღმა თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასასრულს კი, BM.GE-ისთან საუბრისას მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „ყველაფერი კარგად არის“.
BM.GE დაინტერესდა, რა მდგომარეობაა დღეს სასტუმროში, რისთვისაც „ბორჯომ-ლიკანის“ დირექტორს კობა აბულაძეს დაუკავშირდა. სასტუმროს დირექტორი ირწმუნება, რომ „იანვრის დასაწყისში რა შემთხვევაც იყო ამის გამო სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა, იმიტომ რომ პროტესტს თანამშრომელთა მცირე ნაწილი გამოთქვამდა“.
კითხვაზე - რა იყო პროტესტის მიზეზი, კობა აბულაძე აცხადებს, რომ რამდენიმე თანამშრომლის ბიულეტენზე გაშვებამ გამოიწვია მათი მოვალეობების სხვა თანამშრომლებზე გადანაწილება, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.
„სასტუმროს ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა. ჩვენ შევხვდით გაფიცულ თანამშრომლებს და ნახევარ საათში სასტუმრომ მუშაობა განახლა. მისკომუნიკაციას ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ როგორც ვიღებდით, ისევ ისე ვიღებთ სტუმრებს.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თანამშრომელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბიულეტენზე გავიდა და სხვებს მათი მოვალეობის შეთავსება მოუწიათ. ყველაფერი გამოსწორდა. ჩვენ ამავე პერიოდში გამოცხადებული გვქონდა სტაჟირება და ავიყანეთ ახალგაზრდები, რომლებიც ამ დროისთვის ეცნობიან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის თავისებურებებს, შევხედავთ, თუ მოგვეწონება - დავიტოვებთ. დღეისთვის ჩვენ 231 თანამშრომელი გვყვავს“, - განაცხადა კობა აბულაძემ.
ცნობისთვის: საპარტნიორო ფონდის მიერ სასტუმროს გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი ერთხელ უკვე ვერ შედგა. ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი