მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „ესკიზი“ ღვინისა და ჭაჭის წარმოებას იწყებს

60d725b0de590
მარიამ იზორია
26.06.21 18:10
1646
თელავში მდებარე ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმრო და ღვინის მარანი, „ესკიზი“ ჭაჭისა და ღვინის წარმოებას იწყებს. როგორც „ესკიზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუკი თორაძე bm.ge-სთან ყვება, ღვინო ჯერჯერობით ქვევრებში აქვთ, ჩამოსხმა და რეალიზება კი ივლისშია დაგეგმილი.

რაც შეეხება ჭაჭას, ის დაახლოებით ერთ კვირაში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

„Esquisse Winery-ის ღვინისა და ჭაჭის რეალიზება ჩვენს სასტუმროებში - „ესკიზი თელავში“ და გახსნისთანავე „ესკიზი თბილისში“ მოხვდება. ქვევრში ამ ეტაპისთვის საფერავი, ქისი და რქაწითელი გვაქვს, აქედან რქაწითელს ჩვენივე ვენახებში ვაწარმოებთ დანარჩენ ჯიშებს კი ადგილობრივი მევენახეებისგან მოვიპოვებთ, სამომავლოდ პროდუქტს ექსპორტზეც გავიტანთ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს, საწყისად 10-15 ათასი ბოთლის ჩამოსხმას ვაპირებთ, შემდეგ კი გაფართოებასაც“, - აღნიშნავს ნუკი თორაძე.

ცნობისთვის, სასტუმრო „ესკიზი“ ამ ეტაპზე მხოლოდ თელავშია წარმოდგენილი. ის 57 კონცეპტუალურ ნომერს, ღია აუზს, რესტორანს და ღვინის მარანს აერთიანებს. თუმცა, იგეგმება თბილისის "ესკიზის" გახსნაც, რომელშიც რესტორანი, სასტუმრო და პრემიუმ-კლასის ღვინის სალონი შევა. პროექტის საწყისი ინვესტიცია 10 მილიონი ლარია. პირველად რესტორანი გაიხსნება, შემდეგ კი მას ეტაპობრივად დაემატება დაახლოებით 80-ნომრიანი სასტუმრო და ღვინის სადეგუსტაციო სივრცე.