მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „ჰილტონი“ თბილისში წელს აღარ გაიხსნება – ლაშა პაპაშვილი

5f061ff1ee0b5
თამთა ჯიჯავაძე
08.07.20 23:30
2336
ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ მისი რამდენიმე ბიზნესი
შეჩერებულია. მათ შორის შეჩერდა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი „ჰილტონი“.

"ეს 170 ნომერზე გათვლილი სასტუმროა. ჩემი პროგნოზით და ასევე სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულამდე არ გავხსნათ „ჰილტონი“. თავად ბრენდი „ჰილტონი“ ადრე გახსნას ითხოვდა, სექტემბერში, მაგრამ ახლა დამეთანხმნენ და თქვეს რომ გამართლდა ჩვენი პროგნოზები და სექტემბერში გახსნა მიზანშეუწონელი იყო.

ვაკვირდებით ყოველდღიურად, თუ სახელმწიფოს ვურჩევთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეს ბიზნესს. ჩვენ რა თქმა უნდა ყოველდღიურად ვიკრიბებით. გვაქვს უცხოელებთან ურთიერთობა, საფინანსო ინსტიტუტებთან, თითქმის ყველასთან ვმუშაობთ, ვინც წარმოდგენილია ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი სასტუმრო „ჰილტონს“ თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს. როგორც თავიდან იყო ცნობილი Hilton Garden Inn-ის პროექტი ინვესტიციის ღირებულება 35 მილიონ დოლარს შეადგენდა.