27.აგვისტო .2020 20:10

სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტით სარგებლობა საკუთრებაში მიწის ფლობის გარეშეც შეგეძლებათ

views 380
უკან

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შედის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სასტუმრო ინდუსტრიას ეხება.
კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, სასტუმრო ინდუსტრიაში სესხის აღების აუცილებელი პირობა აღარ იქნება მიწის ნაკვეთის მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებობის ფაქტი.

პროგრამით დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ექნება შესაძლებლობა სასტუმრო ააშენოს მის დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზეც, იგივე პირობები ვრცელდება შეეხება ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიაზეც.

„სასტუმრო ინდუსტრიაში მიწის იჯარით,ქირით, ან აღნაგობის უფლებით აღებასთან დაკავშირებული სიახლე პროგრამაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც არ ფლობენ საკუთრებაში სასტუმროსთვის საჭირო უძრავ ქონებას, თუმცა აქვთ შესაძლებლობა გამქირავებლის, მეიჯარისა თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სასყიდლის გადახდით ან მის გარეშე მოიპოვონ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა