მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "კოპალა": დიდი შეღავათია ქონების გადასახადის გაუქმება

5eb5981d7aa40
თათია ჩაფიჩაძე
08.05.20 23:10
1791
სასტუმრო „კოპალას“ გენერალური დირექტორი მირანდა ყვავაძე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის ქონების გადასახადის მოხსნაა. თუმცა მიუხედავად შეღავათებისა, სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელი ჩავარდნილია და დასაქმებულების სრულყოფილად დაბრუნების პერსპექტივა მიმდინარე წელს არ ჩანს.

„დიდი შეღავათია ჩვენთვის ქონების გადასახადის გაუქმება, ეს იყო ყველაზე რთული და დიდი, რასაც ვერ გადავიხდით წელს და ძალიან კარგია, რომ მოგვეხსნა. კარგია, რომ გადავადდა საშემოსავლოც ეს დაგვეხმარება თანხების გადანაწილებაში. ახლა მთავარია დროულად მოგვაწოდონ ის მოთხოვნები, რასაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ და როგორც უნდა გადავლაგდეთ სასტუმროები და რესტორნები. ასევე აუცილებელია აქტიურად ვიმუშაოთ ე.წ. სუფთა ქვეყნებთან, რომ ჩვენთან ჩამოვიყვანოთ.

რაც შეეხება თანამშრომლებს, ჩვენთან სულ 130 ადამიანი იყო დასაქმებული, მაგრამ ისინი ასე სწრაფად ვერ დაბრუნდებიან. ჯერ ვაპირებთ ერთი კორპუსის გახსნას, ძალიან გვიჭირს გათვლების გაკეთება, თუმცა, ეს წელი არის ჩავარდნილი და მთავარია გადავრჩეთ", - განაცხადა მირანდა ყვავაძემ.