სასტუმრო პარალიზებულია, შესაბამისად მთელი ინფრასტრუქტურა გაჩერებულია - ასე აღწერს ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო „ვინოტელის“ მდგომარეობას მისი მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი.
როგორც ის BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, მათი უმთავრესი ზარალი უმუშევარი თანამშრომლები არიან, რომლებიც იძულებით შვებულებაში იმყოფებიან.
„მობრძანდით და ნახეთ რა მუშაობა გვაქვს, რითიც მარტო მე კი არ ვზარალდები, ზარალდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც კარგავს ხელფასის აღების შანსსაც. სასტუმრო პარალიზებულია, შესაბამისად მთელი ინფრასტრუქტურა გაჩერებულია და რამდენიმე თანამშრომელს ვუხდით საარსებო თანხებს. ამჟამად „ვინოტელში“ დაახლოებით 24 დასაქმებული გვყავს, მაშინ როდესაც პანდემიამდე დაახლოებით 60 ადამიანი გვყავდა დასაქმებული“, - განაცხადა ბენო ქაშაკაშვილმა.
მისივე თქმით, შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ მხოლოდ რესტორნის გახსნა შეძლეს, რომელიც 34 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო სასტუმროს გახსნას საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ სრულიად უცხოურ ტურიზმზე ვართ ორიენტირებულები და სასტუმროს ვერ გავხსნით სანამ ფრენები არ იქნება. თბილისის სასტუმროები მძიმე მდგომარეობაში, რადგან ბათუმელები და ქუთაისელები ჩვენთან არ ჩამოვლენ. ფრენები კიდევ ჯერ არ არის. ყველაფერი ნათქვამია. ფინანსური თვალსაზრისით ზარალი საკმაოდ სოლიდურია.
ძალიან კარგია 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნის დაანონსება, თუმცა ეს ნახევარი საქმეც არ არის, რადგან ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ ჩამოსვლა, და დღეს ადამიანები ყველგან შეშინებულები და გაურკვევლობაში არიან. ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე რეისი რომ შედგება, სასტუმროები გაივსება. ეს არის პირველი ნაბიჯები და ამას შემდგომი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და გარანტია უნდა ჰქონდეს ჩვენ სტუმარს, რომ სტაბილური უსაფრთხოება მომავალშიც შესაბამისი ქმედებებით შენარჩუნდება, - აღნიშნავს „ვინოტელის“ მფლობელი.
ცნობისთვის, 13 ნომრიანი ბუტიკ-სასტუმრო „ვინოტელი“ თბილისში 2015 წლიდან ამოქმედდა და მაღალი რანგის უცხოელი და ადგილობრივი პირების მასპინძლობაზეა გათვლილი. სასტუმროს აქვს რესტორანი და ღვინის მარანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ