მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმრო Pullman ბიზნეს ტურიზმზე იქნება ორიენტირებული"

5e1862ba5fd7f
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.20 17:00
3342
სასტუმრო Pullman ბიზნეს ტურიზმზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ BM.GE-ის დეველოპერულ კომპანია აქსისში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, PULLMAN -ის სასტუმროში 226 ნომერია და ადგილზე 300 ადამიანი დასაქმდება.

„აქსის თაუერსის შავ, ანუ მინის კოშკში განთავსებული Pullman-ი ათვლას მე-19 სართულიდან იწყებს ორიენტირებულია ბიზნეს ტურიზმზე. პულმანის სხვა სასტუმროებიდან მას გამოარჩევს არა მხოლოდ დიზაინი და სხვა აუცილებელი მონაცემების უმაღლესი სტანდარტები, არამედ ტევადი და სრულად ინფრასტრუქტურირებული საკონფერენციო დარბაზები და სხვა სამუშაო სივრცეები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების ორგანიზებას.

შავ კოშკში ასევე განთავსდება 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი მინის სახურავით, sky ბარი 147 მეტრზე 360- გრადუსიანი ხედებით. ამ მაღალი კლასის სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნეს-ტურიზმის განვითარებას“, - უთხრეს bm.ge-ში აქსისში.

როდის გაიხსნება სასტუმრო და რამდენია მისი საინვესტიციო ღირებულება, ამას დეველოპერულ კომპანიაში ჯერ არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ “Pullman”-ში უკვე დაინიშნა გენერალური მენეჯერი ანტუან ლუგენოტი, რომელიც საქართველოში სპეციალურად არის მოწვეული. მას "აკორ ჯგუფში" შემავალ მაღალი კლასის სასტუმროების მართვის 29-წლიანი გამოცდილება აქვს. 10 სხვადასხვა ქვეყანაში ლუგენოტი სწორედ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

ცნობისთვის, სასტუმრო „Pullman“ - Accor ჯგუფში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, Accor Group, კი 50 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ფრანგული კომპანიაა, რომელიც 4 500 სასტუმროთი და 20-მდე ბრენდით მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი. Accor Group აერთიანებს მაღალი და პრემიუმ კლასის ისეთ სასტუმროებს, როგორებიცაა Pullman, Raffles, Fairmont, Sofitel, Novotel. ჯგუფის მფლობელობაშია ასევე საშუალო სეგმენტზე გათვლილი ბრენდებიც.