მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" გასაყიდად "საპარტნიორო ფონდში" საჯარო აუქციონი 6 დეკემბერს გაიმართება

5de8cc904fe82
შოთა ტყეშელაშვილი
05.12.19 13:45
1854
„საპარტნიორო ფონდი“ ეძებს ინვესტორს, რომელიც სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გრძელვადიანი იჯარით ან სრულად შესყიდვით დაინტერესდება. 

ფონდი პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად, შესყიდვის შემთხვევაში საწყისი ფასი $37,565,408 აშშ, ხოლო იჯარით აღების შემთხვევაში კი ყოველწლიური გადასახადი შესყიდვის ღირებულების 8%-ი, ანუ $3,005,200-ია. 

შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი ყაზახებისგან 2018 წლის ივნისში გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე - გასული წლის მაისში კი, Rixos, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2018 წელი 4.5-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

აუქციონის აღწერილობა:

"საჯარო აუქციონი ჩატარდება 2019 წლის 6 დეკემბერს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6, სს საპარტნიორო ფონდი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
ა) მონაწილეობის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა ან სხვა დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
გ) საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, აუქციონში მონაწილოების (იგულისხმება გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა და პირველი ოდენობის (წლიური საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ღირებულება) გადახდა) უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 70 დღით;

რეგისტრაციისა და საბუთების მიღების პერიოდი: 06.12.2019 12:30დან - 14:30მდე (აღნიშნული პერიოდის შემდეგ გამოცხადებული მონაწილე აუქციონში არ დაიშვება. თუ პირი მითითებულ დრომდე გამოცხადდება ადგილზე და რიგის არსებობის შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყებს რეგისტრაციის პროცესს 14:30-მდე იგი ჩაითვლება ვადაში გამოცხადებულად);

ხელშეკრულების ხელმოწერა და პირველი წლის საიჯარო/აღნაგობის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში;

მონაწილე, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში უფლებამოსილია დაიბრუნოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია;

აუქციონის პროცესი განხორციელდება საჯაროდ რაც გულისხმობს იმას, რომ დასაშვებია პროცესის ჩაწერა და გავრცელება;

აუქციონის პროცედურები საპარტნირო ფონდის ან/და მესაკუთრის (სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი) ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლიტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და ხარჯების ანაზღაურება (გარდა საბანკო გარანტიის დაბრუნებისა);

აუქციონი არ წარმოადგენს ოფერტას ან/და რაიმე ვალდებულებას მესაკუთრის ან/და საპარტნიორო ფონდის მხრიდან;

აუქციონს ატარებს სს "საპარტიორო ფონდი" როგორც სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" (ს/ნ 40444085447) აქციონერი და შესაბამისად აუქციონის შედეგები დგება მხოლოდ სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის" (მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის გამარჯვებულსა და სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალს შორის). აუქციონის პროცედურები ხორციელდება მესაკუთრე იურიდიული პირის დირექტორის მონაწილეობით,"- ნათქვამია ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე