24.ივლისი .2021 15:43

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თელავი" ვაქცინაციის კამპანიაში ერთვება და აცრილებისთვის სპეციალურ შეთავაზებას აცხადებს

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თელავი" ვაქცინაციის კამპანიაში ერთვება და აცრილებისთვის სპეციალურ შეთავაზებას აცხადებს
views 3829
უკან

ვაქცინაციის და მოსახლეობის წახალისების კამპანიაში კიდევ ერთი კომპანია ჩაერთო. კერძოდ, "ჰოლიდეი ინნ თელავი" იწყებს გამოწვევას და ხელს უწყობს ვაქცინაციის წახალისებას.

სასტუმრო სპეციალურ შეთავაზებას აცხადებს მათთვის, ვინც ორჯერადად არის აცრილი.

"წარმოადგინე შესაბამისი დოკუმენტი და მიიღე სპეციალური შეთავაზება, დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ნომრის ღირებულება - 140 ლარი. "ჰოლდეი ინნ თელავი" იწვევს - სასტუმრო "ბესთ უესთერნ ქუთაისს" და სასტუმრო "დივან სვითს ბათუმს", რათა ჩაერთოს კამპანიაში", - აღნიშნულია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწვევაში უკვე ჩაერთო "ბესთ უესთერნ ქუთაისი" და ორჯერადად აცრილებს დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ნომერს 240 ლარად სთავაზობს. 

თავის მხრივ, "ბესთ უესთერნ ქუთაისმა" კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად უკვე გამოიწვია სასტუმრო "ბესთ უესთერნ პრემიერ ბათუმი" და "კურორტი საირმე".

5000-ლარიანი ვაუჩერი გამარჯვებულს - „ენერგო-პროს“ ლატარია ვაქცინაციის წასახალისებლად

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა