მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "მარკო პოლო" საუკეთესო ადგილი თქვენი ბიზნეს შეხვედრებისთვის

5deb769858355
თათია ჩაფიჩაძე
07.12.19 13:51
2028
გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი უახლოეს დღეებში გაიხსნება. კურორტთან ერთად ახალ სეზონს უამრავი სიახლით ხვდება სასტუმრო „მარკო პოლოც“, რომლის არსებობა თითქმის იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად კურორტი.

სასტუმრო ავსტრიული კომპანიის მიერ ჯერ კიდევ 1988 წელს მაშინ გაიხსნა, როცა პირველი საბაგირო ამუშავდა. გახსნიდან დღემდე მან მოახერხა და დარჩა გამორჩეულ პრემიუმ კლასის სასტუმროდ, რომელიც თავის დამსხვენებლებს ყოველწლიურად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
სწორედ ამიტომაც „მარკო პოლო“ წლებია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. სეზონის პირველ კვირას ის HR კონფერენციის მასპინძლობით გახნის. სასტუმროს HR პროფესიონალთა ასოციაციის HRPA-ს ორგანიზებით, 40-ზე მეტი წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციისა და საჯარო უწყებების HR პროფესიონალების გუნდი ეწვევა. ღონისძიების მიზანი სტუმრებისთვის HR პროფესიონალების თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბება და ასევე სასტუმროს მომსახურების პირობების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სერვისებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გაცნობაა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საკონფერენციო მომსახურეობის მიმართ მზარდი ტენდენცია შეინიშნება ზოგადად რეგიონის და განსაკუთრებით გუდაურის მიმართ, ყოველწლიურად ამ სეგმენტის პროცენტული მაჩვენებელი 5/7% იზრდება. მზარდი ტენდენცია ფიქსირდება როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე, რაც გუდაურს ოთხივე სეზონზე მომხიბვლელს ხდის. „ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან დატვირთულობის კოეფიციენტი დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სასტუმროს მიმართ ინტერესი იზრდება.

„მარკო პოლო“ კი ნამდვილად საუკეთესო ადგილია ბიზნეს შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის თუ კორპორატიული ღონისძიებებისთვის. სასტუმროს ხუთი შეხვედრების ოთახი და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი აქვს“, - აცხადებენ სასტუმროში.

საკონფერენციო ოთახების სახელები გუდაურის მთების მიხედვით არის შერჩეული: საძელე, ბიდარა, სნო, ჩრდილი, კობი & გუდაურა. ყველაზე დიდი საკონფერენციო სივრცე ერთდროულად 160 ადამიანს იტევს.

სასტუმრო ბიზნეს შეხვედრებისთვის საჭირო ყველა ტექნიკით არის აღჭურვილი: სინქრონული თარგმანი, ყურსასმენები, მიკროფონები, ეკრანი და პროექტორი.

შეხვედრების დაგეგმვა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატით, სტუმრის სურვილის გათვალისწინებით: შესაძლებელია როგორც საკონფერენციო სივრცის განლაგების შერჩევა, ასევე ქეითერინგით სარგებლობა, ბიზნეს ლანჩის ან ყავაზე შესვენების დაგეგმვა.

მარკო პოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ჯგუფებს და ღონისძიებებს მასპინძლობს: MICE ჯგუფები, გალა საღამოები, კორპორატიული ღონისძიებები, გუნდური ტრეინინგები. სასტუმროს პარტნიორები არიან ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, როგორიც არის გაერო, წითელი ჯვარი, IRI, GIZ და სხვა.

კავკასიის მთების გულში განთავსებული „მარკო პოლო“ წლის ნებისმიერ დროს გამორჩეული ლოკაციაა. სასტუმროში შეგიძლიათ გაერთოთ ჩოგბურთით, ბოულინგით, ბილიარდით და თავი გაინებივროთ სპა-ცენტრში, სადაც საცურაო აუზი, საუნა და ჯაკუზიც თქვენს განკარგულებაშია, რომელიც ყველა სეზონზე თქვენი სრულყოფილი დასვენების მიზნით შეიქმნა.