22.სექტემბერი .2019 19:30

სასტუმრო "სატორის გენერალური მენეჯერი: “იძულებულები ვართ, რომ ვიყოთ სასტუმრო ბიზნესში"

views 711
უკან

“იძულებულები ვართ, რომ ვიყოთ სასტუმრო ბიზნესში და შევინარჩუნოთ თავი, თუმცა 100%-ით ვიცით, რომ გვექნება ზარალი“ - ამის შესახებ სასტუმრო “სატორის” გენერალურმა მენეჯერმა ქეთევან წერეთელმა bm.ge-ისთან განაცხადა.

წერეთლის თქმით, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების მეორე დღიდან დაიწყო ჯავშნების გაუქმება და ნომრების 70%-ში ჯავშანი გაუქმდა.

მისი პროგნოზით, ზამთრის სეზონზე, რომელიც სასტუმროებისთვის არც თუ ისე აქტიურია, რთული იქნება ოპერირება.

„ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხვდებით რას შეიძლება ველოდოთ ზამთარში. ზაფხული როდესაც კარგი იყო ხოლმე და კარგად ვმუშაობდით სეზონზე, ვახერხებდით თანხის აკუმულირებას. შემდეგ კი, ამ თანხების გადანაწილებას ვახდენდით ზამთრის თვეებზე, რომ გაგვეტანა ეს 4 თვე; ახლა იძულებულები ვართ, რომ ვიყოთ ამ ბიზნესში და რაღაცნაირად შევინარჩუნოთ თავი, თუმცა 100%-ით ვიცით, რომ გვექნება ზარალი“, - ამბობს სასტუმრო “სატორის გენერალური მენეჯერი ქეთევან წერეთელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა