მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო "ვერანდა": ბევრი ხარჯი გავწიეთ, შედეგად კი მივიღეთ დახურული საზღვრები

5efb940acaa24
მარიამ ადამია
30.06.20 23:41
1185
"რამდენიმეთვიან ზარალს, რომელიც პანდემიის შედეგად სასტუმრო ბიზნესს მიადგა, დაემატა ხარჯი, რომელიც გავწიეთ დეზობარიერებისა თუ სხვა აღჭურვილობისთვის, რაც პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომების დასაცავადაა საჭირო“, – ამის შესახებ ბათუმში მდებარე სასტუმრო „ვერანდას“ წარმომადგენელმა ნინი გოგოლიშვილმა BMG-სთან განაცხადა. მისივე თქმით, საჭირო ხარჯები გასწიეს იმისათვის, რომ მუშაობის გაგრძელების უფლება ჰქონოდათ, – "შედეგად კი მივიღეთ დახურული საერთაშორისო საზღვრები, ხოლო შიდა ტურიზმის იმედად ყოფნა ნიშნავს, რომ თავის გადარჩენასაც ვერ ვახერხებთ".

გარდა ამისა, გოგოლიშვილი ამბობს, რომ რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ, კორონავირუსი და მისი თანმდევი პროცესები, ზოგიერთისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა ბათუმში, რომ საქმე გაკოტრებდეც მივიდა. 

„ბევრ სასტუმროს არ აქვს საშუალება რომ გაიხსნას, იმიტომ რომ მოთხოვნები მკაცრია და გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, რომელიც ამ ეტაპზე ნულოვანი შემოსავლის პირობებში, ბიზნესს არ აქვს. ხოლო ვინც გავწიეთ ეს ხარჯი, არ ვიცით უკან როდის ამოვიღებთ მას და არც მოლოდინი გვაქვს ტურისტების დაბრუნების. რომც გაიხნას საზღვრები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩამოვლენ თუ არა ისინი. რაც შეეხება, შიდა ტურიზმს, მოქალაქეები ნაკლებად ხარჯავენ ბათუმში და უპირატესობას ძირითადად ბიუჯეტურ დასვენებას ანიჭებენ. მათ ურჩევნიათ ბინა იქირაონ.. ერთ თანხას გადაიხდიან და რამდენიმე ადამიანი შევა, ამიტომ ბიზნესი აჭარაში რთულ მდგომარეობაში ვართ“ - აღნიშნა, ნინი გოგოლიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აქვს მობილიზებული, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, თუკი საზღვრები არ გაიხსნა და საერთაშორისო ტურისტები არ ჩამოვიდნენ, მათი მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. წელს, ისედაც ძალიან ბევრ შენობას აწერია: დახურულია, ქირავდება ან იყიდება.