მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროები და რესტორნები 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ - პრემიერი

624aa8ea72cc2
შოთა ტყეშელაშვილი
04.04.22 12:12
1374
მთავრობამ დღეს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის ჩამოწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. 

"ტურისტულ სექტორს 2021 წელს ქონების გადასახადს ჩამოვაწერთ. შევისწავლეთ სიტუაცია ამ სექტორში. კოვიდის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ეს სექტორი - სასტუმროები და სარესტორნო ინდუსტრია. ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. ამაზე დეტალებს უკვე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მოგახსენებენ,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ჯერჯერობით არ თქმულა, თუ რამდენი მილიონი ლარის გადასახადები ჩამოეწერა ამ ბიზნესს.