მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროები და რესტორნები კომუნალურების გადასახადელად დეპოზიტების გამოყენებას ითხოვენ"

5e79b385744ba
ნინი ლონგურაშვილი
24.03.20 13:15
595
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო, სტუმარ-მასპინძლობის სფერო დღეს გადახდის უუნაროა, ამიტომ კომუნალური გადასახადების დასაფარად დეპოზიტების გამოყენება სჭირდებათ, რადგან გაზისა და დენის გადასახდის გადახდას ვერ ახერხებენ.

ამის შესახებ ალავერდაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ვითარება საკმაოდ მძიმეა. სასტუმროების 95% დახურულია ან საკარანტინე ზონად არის გადაკეთებული. რაც შეეხება რესტორენებს, 100%-ით დახურულია, პერსონალის დიდი რაოდენობა კი, უსამსახუროდ არის დარჩენილი. ამას გარდა, ძალიან ბევრ ობიექტს ყოველდღიურად ეთიშებათ გაზი და დენი, რადგან ფიზიკურად გადახდის უუნაროები არიან; როცა ელექტროენერგიაზე აბონენტად ფიქსირდები, თითქმის ყველა ობიექტს აქვს დიდი თანხა დეპოზიტის სახით. ჩვენ მივმართეთ არაერთხელ “თელასსაც“ და „ენერგო პრო ჯორჯიასაც”, რომ დეპოზიტების გამოყენების საშუალება მოგვეცეს ანუ ამ თანხებიდან მოხდეს დავალიანების გადახდა, რაზეც უარი მივიღეთ”, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

Bm.ge მზადაა, თემასთან დაკავშირებით „თელასის“, „ენერგო პრო ჯორჯიას“ და სხვა კომპანიების პოზიციებიც მოისმინოს.