მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროები, რესტორნები და სუპერმარკეტები, რომლებიც ბათუმში დააჯარიმეს - სია

5f5b45fa0272a
თელარა გელანტია
11.09.20 13:34
2722
2020 წლის 10 სექტემბერს შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტები და სასტუმროები შეამოწმეს.

როგორც bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შემოწმება 8 სასტუმროში განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა:

 აისი
 ბესტ ვესტერნი
 მერკური
 აქვა ჰოტელი
 შერატონი
 რედისონი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა სასტუმრომ: სტამბული და გალოგრე.

შემოწმება ასევე, 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ 1-მა - "გუდვილმა" დააკმაყოფილა. დანარჩენი 7 ობიექტი 10,000-10,000 ლარით დააჯარიმეს. ესენია:

 . ვილმარტი
 სპარი
 ნიკორა
 ორი ნაბიჯი
 იალჩინ მარკეტი
 მაგნიტი
 კარფური.

სამინისტროს ინფორმაციით, არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდა. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება.

ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც.

გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული.

მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა (რესტორანი) :

 შავი ზღა
 ბალაგანი
 ფიშლანდია
 ფიშპოინტი
 პორტა ბათუმი
 ოქროს თევზი
 მარსელი
 მაჭახელა
 სანაპირო
 ადმირალ ტერასა
 ლე პორტე
 ლაით ჰაუსი
 პონტოსი
 აჭარა პალასი
 ბახტრიონი
 ზაქარა
 თეთრი ბათუმი
 მეფაიტონე
 შერეკილები
 შუმერული
 ძველი გემო
 ხინკლის გემო+
 ფიროსამანი
 თავადური
 საზანდარი
 ახალი გემი
 ვივა ლათინო
 ნეო კა.