მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროები, რომლებიც საქართველოში დარჩენილ ყაზახებს შეღავათიანი ფასებით მოემსახურებიან - განცხადება

61d706b34b72c
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.22 19:30
1625
ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ქვეყნის მასშტაბით იმ სასტუმროების ჩამონათვალია წარმოდგენილი, რომლებიც ყაზახეთში შექმნილი მდგომარეობის გამო ფრენების გაუქმების შედეგად დარჩენილ ყაზახეთის მოქალაქეებს განთავსებას შეღავათიან ფასად სთავაზობენ. BM.GE ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები სრულად კონტროლის ქვეშაა, თუმცა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, ცხელ ხაზზე: +995 322 55 20 00.

ამასთან, მინდა გაცნობოთ, რომ ფრენების შეზღუდვის ფონზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს შუამდგომლობით, რიგ სასტუმროებში ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური, შეღავათიანი ტარიფებია შემუშავებული. შესაბამისად, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ სასტუმროებს:

ქუთაისი: Best Western Kutaisi (ქუთაისი, ი.გრიშაშვილის #11; ზურაბ ლომთაძე +995514077700); სასტუმრო „ფაზისი“ ( რუსთაველის ქ. 40. ზურაბ კვეტენაძე: +995577687964); „პარკ ჰოტელ წყალტუბო“ (წყალტუბო, რუსთაველის ქ. 2 დაჯავშნა: +995 596 25 60 60);

თბილისი: სასტუმრო „ბესტ ვესტერნი“ (ვ. ბარნოვის ქ. 92 (მრგვალ ბაღთან - ვაკე) თიკო გოგინაშვილი, გენერალური მენეჯერი: +995595778899); „იბის სტადიონი“ (დ. აღმაშენებლის გამზ. 178 დაჯავშნა: +995 32 222 035); Best Western Tbilisi Art Hotel (აფაქიძის ქ. 11 (სპორტის სასახლის უკან) მარიამ ვახანია, მენეჯერი: +995 593 640 441); სასტუმრო Iveria Inn (ხვედელიძის ქ. 6 (შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის უკან); დაჯავშნა: +995557603938, +995322438888); Ibis Style Freedom Square (გალაკტიონ ტაბიძის ქ. 4. დაჯავშნა +995 322 002 424); „რადიუს თბილისი“ (შ. რუსთაველის გამზ. 1 დაჯავშნა: +995 32 2 009 900); Biography Hotel (ბეჟან კალანდაძის ქ. 15, დაჯავშნა: +995599841414); Sole Palace (გრიშაშვილის ქ. 41 დაჯავშნა: +995598252005); Citrus Hotel
(9 აპრილის ქ. 3 , დაჯავშნა: +995599991744); Old Meidan (სამღებროს ქ. 9/11 დაჯავშნა: +995599991744);

ბათუმი: "ჰილტონ ბათუმი" (რუსთაველის გამზ. 40, დაჯავშნა: +995 422 222 29 BUSBT_FO@hilton.com); "ბულვარ ბათუმი" (ნინოშვილის ქ. 13, ნათია შარაშიძე, გაყიდვების მენეჯერი: +995 595 105 151).

ცნობისთვის, ყაზახეთში მიმდინარე არეულობის გამო, საქართველოდან ამ ქვეყნის მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა, რის გამოც, ათობით ყაზახი ვიზიტორი გამგზავრებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმაც გაავრცელა.